მეტეხის ციცაბო კლდის თავზე, იქ, საიდანაც ახლა ცხენზე ამხედრებული, მარჯვენაამართული გორგასალი თავზეხელაღებულ მძღოლებს აფრთხილებს, - მოსახვევში ცოტა ფრთხილად იყავითო - და სწორედ იქ საიდანაც სიცოცხლეზე ხელჩაქნეული თბილისელები ერთმანეთის წამხედურობით კისერზე ქვაგამობმულნი ეშვებოდნენ ხოლმე, ახლა აუტანლად ბინძურ და აშმორებულ მტკვარში იდგა მრავალტანჯული მეტეხის ციხე, ამ სიტყვის საპყრობილესეული გაგებით.
Author: Nodar Dumbadze