- რა გქვია?
- ჩორვენი, - მიპასუხა გოგონამ.
ერთი უყურე! ნუთუ შეიძლება გერქვას ჩორვენი და იყო ასე დიდებული?! ("ჩორვენი" შვედურად ნიშნავს კუპატს.)
- შენი ძაღლია?
მან პირდაპირ თვალებში შემომხედა და მშვიდად მკითხა:
- შენ იმის გაგება გინდა, ჩემია თუ არა ეს ძაღლი, თუ მისი სახელისა?
- ორივესი, ორივესი, - ვუპასუხე სწრაფად.
- ჩემი ძაღლია და ბოცმანი ჰქვია, - მითხრა მოწყალედ იმ დედოფალივით, თავის ოთხფეხ მეგობარს რომ აცნობს ვინმეს.
Author: Astrid Lindgren