რამეთუ, რაც უფრო მეტ ჟამს დაჰყოფს იგი ამ ქვეყანაზე, მეტ სათნოებას და სიკეთეს დასთესს შენს მიერ შექმნილ ქვეყნიერებაზე და განა ღვთისათვის სულ ერთი არ არის, ვისი სახელით ივლის სიკეთე, პატიოსნება, სათნოება, უმანკოება და სამართალი დედამიწაზე?! და თუ უცილობელ არს უარყოფილ იქნას შენი სახელი, ხოლო საქმენი შენნი უკვდავქმნილი, დაე მოხდეს ასე... განა, შენ პატივმოყვარეობისა გამო დასთესე თესლი სიცოცხლისა და ჩაუდგი სული უკვდავ ადამიანს, რათა მხოლოდ და მხოლოდ შენი სახელი ეტარებინა?! განა უარყოფილ არის შენ მიერ, ღმერთო, ადამის ძის სულისა და გონების განახლება?
Auteur: Nodar Dumbadze